Sunday 6 June 2010

თამარ მეფე



პროექტის სათაური: თამარ მეფე.
პროექტის მიზანი: გავაცნო მოწაფეებს ჩვენი წმინდანი მეფის-თამარის მეფობის ხანა და თვით მეფის ცხოვრებისეული დეტალები.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაეცნობიან მე-12-ე საუკუნის ექსპონატებს,ასევე თამარ მეფის პირად ხელმოწერებს.ექსკურსიიდან მეორე დღეს მოსწავლეებს მიეცემათ დავალება, მოიძიონ ინფორმაცია თამარ მეფისა და მე-12-ე საუკუნის საქართველოს შესახებ ინტერნეტის საშუალებით ან ისტორიულ წიგნებში, კერძოდ, ლევან სანიკიძის “დედა ისტორიაში”. მოძიებული მასალების საფუძველზე ჰქონოდათ წარმოდგენა მე-12-ე საუკუნის საქართველოსა და მის მოსახლეობაზე. გაკვეთილის მსვლელობის დროს გამოვიყენებ ცხრილს (ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე). ჩხრილის შევსების შემდეგ ნათელი გახდება, რა იციან ბავშვებმა ამ თემასთან დაკავშირებით, კიდევ რისი გაგება სურთ ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენი საუბრების შემდეგ, შევავსებ ცხრილის ბოლო სათაურს ”გავიგე”, რითიც ცნობილი გახდება თუ რამდენად ამომწურავად მიიღეს ბავშვებმა იმფორმაცია ახალ გაკვეთილთან დაკავშირებით.
მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი. (მე-3-ე კლასი).
ვადები/ ხანგრძლივობა: 2 საგაკვეთილო საათი.
მოსალოდნელი შედეგები: ამ გაკვეთილებით გავიგებთ რამდენად შეძლეს მოსწავლეებმა მასალის დამოუკიდებლად მოძიება.მათ მოძიებულ იმფორმაციას დაემატება ჩემს მიერ ახსნილი ახალი მასალა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. რის საფუძველზეც მოსწავლეებს შეექმნებათ სრული წარმოდგენა თამარ მეფისა და მე-12-ე საუკუნის საქართველოს შესახებ.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან-საგნობრივ გუფებთან კავშირი: პროექტი მოიცავს ერთ საგანს-მშობლიურ ლიტერატურას.
პროექტის ფასილიტატორი: ლელა ნადიბაიძე - ქ. გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი.
ფასილიტატორის ელ. ფოსტა:lelana0704@gmail.com
ჩემი პორტფოლიო: